Kidba
Pen

მოსწავლეთა მხარდაჭერის მექანიზმი

დამტკიცებულია:

შპს მეექვსე საავტორო სკოლის

დირექტორის ბრძანებით.

 

 

 

შპს მეექვსე საავტორო სკოლის

მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერი მექანიზმი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

  1. აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს შპს მეექვსე საავტორო სკოლის (შემდგომში - სკოლის) მოსწავლეთა ინიციატივების მხარდამჭერ მექანიზმს.
  2. აღნიშნული მექანიზმი ვრცელდება სკოლის ყველა მოსწავლეზე.
  3. მექანიზმის მიზანია მოსწავლეთა ინდივიდუალური და ჯგუფური ინიციატივების გამოვლენა, განვითარება და მხარდაჭერა მათი ლიდერული და სოციალური უნარების გამოვლენისა და სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისათვის.
  4. მოსწავლეთა მხრიდან წარმოდგენილი ინიციატივა შესაძლოა გულისხმობდეს სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო თუ სხვა საზოგადოებრივად სასარგებლო აქტივობას, ასევე არაფორმალურ განათლებას.
  5. ნებისმიერ მოსწავლეს აქვს უფლება ღიად ისაუბროს საკუთარი ინიციატივის შესახებ, აღნიშნული მექანიზმის საფუძველზე განსახილველად და მხარდასაჭერად წარადგინოს საკუთარი იდეები.
  6. ნებისმიერი მოსწავლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივის მხარდაჭერისა და განხორციელების მიზნით ითანამშრომლოს სასკოლო საზოგადოების ნებისმიერ წევრთან.
  7. აღნიშნული მექანიზმის ამოცანაა:

ა)  ხელი შეუწყოს მოსწავლეებში თვითგამოხატვისა და პასუხისმგებლობის განვითარებას;

ბ) წაახალისოს მოსწავლეთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;

გ) უზრუნველყოს ინიციატოვების რეალიზაციისათვის საჭირო რესურსებისა და მხარდაჭრის ხელმისაწვდომობა;

დ) ხელი შეუწყოს სოციალური/თანამშრომლობითი უნარების განვითარებას;

ე) განავითაროს ინიციატივების წარდგენის/განხორციელების კულტურა სკოლაში.

მუხლი 2. მოსწავლის ინიციატივის მხარდამჭერი მექანიზმი

  1. მოსწავლეს (მოსწავლეთა ჯგუფს) უფლება აქვს სასწავლო წლის ნებისმიერ დროს საკუთარი აზრების და იდეების განხორციელების მიზნით ზეპირად ან წერილობით (იხ. დანართი N1) მიმართოს სკოლის დირექციას.
  2. დირექტორი მოსწავლის/მოსწავლეთა ჯგუფის ინიციატივას განიხილავს 10 სამუშაო დღეში.
  3. ინიციატივის წარდგენიდან გონივრულ ვადაში დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ინიციატივის მხარდაჭერის ან მხარდაჭერაზე უარის თქმის თაობაზე და აცნობებს ინიციატივის წარმდგენს.

ინიციატივის შეფასების კრიტერიუმებია:  რეალისტურობა, მიზანშეწონილობა და საგანმანათლებლო ღირებულება. განხილვის ეტაპზე უპირატესობა მიენიჭება ისეთ განაცხადს, რომელიც ხელს შეუწყობს:

  • მოსწავლეთა აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას;
  • მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას;
  • მოსწავლეთა ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში;
  • მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას;
  • მოსწავლეთა თვითრეალიზაციას;

ასევე, მოსწავლის/მოსწავლეთა ინიციატივა:

  • არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სკოლის მისიასა და სასკოლო საზოგადოების ინტერესებს;
  • არ უნდა სცდებოდეს ეთიკის ნორმებს;
  • არ უნდა სცდებოდეს ასაკობრივ ცენზს;
  • არ უნდა ემსახურებოდეს ძალადობის, რელიგიურ თუ პოლიტიკურ ან სხვა რაიმე სახის პროპაგანდას.
  1. შერჩეულ ინიციატივას სკოლა მხარს დაუჭერს რესურსებით (სივრცე, ტექნიკა, მენტორობა).
  2. თუ ვერ განხორციელდა ინიციატივის მხარდაჭერა უნდა მოხდეს დასაბუთებული უარის წარდგენა ინიციატივის წარმდგენისათვის.
  3. მოსწავლეთა ინიციატივების განხილვა-განხორციელებისას დაუშვებელია რომელიმე მოსწავლის დისკრიმინაცია ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება მოსწავლის უფლებების შეზღუდვას.
  4. მოსწავლეთა ინიციატივის მხარდაჭერის შემდგომ დირექტორის მიერ განისაზღვრება პირი, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს საკუთარი ინიციატივების ორგანიზებასა და განხორციელებაში. აღნიშნული პირი შეიძლება იყოს ადმინისტრაციის წევრი.
  5. განხორციელებული ინიციატივების პრეზენტირება მოხდება სასკოლო ღონისძებაზე და განთვსდება სკოლის ვებგვერდზე

მუხლი 3. დასკვნითი დებულებანი

  1. მოსწავლის ინიციატივების მხარდაჭერის მექანიზმს ბრძანებით ამტკიცებს სკოლის დირექტორი.
  2. მოსწავლის ინიციატივების მექანიზმში ცვლილებების და/ან დამატებების შეტანა ხდება წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით.

დანართი N1.                        

განაცხადის ფორმა

ინიციატივის/პროექტის სახელწოდება:

 

 

 

 

 

 

მოკლე აღწერა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განხორციელების სავარაუდო ვადა:

 

 

 

 

მიზანი:

 

 

 

 

 

 

 

 

ჩართული პირები:

 

 

 

 

 

 

 

 

 

გთხოვთ, მოკლედ აღწეროთ რა სახის მხარდაჭერა გესაჭიროებათ სკოლის მხრიდან. დაფინანსების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ ბიუჯეტი.

აღწერა:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: