Kidba
Pen
blog banner

გოეთეს სერტიფიკატები

 
ჩვენს სკოლაში უფროსკლასელთათვის გოეთეს დიპლომების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
 
ცერემონიას ესწრებოდნენ სკოლის დამფუძნებლები — თომას და მარიანა კრაიერები და გოეთეს ინსტიტუტის საგაკვეთილო პროცესის ექსპერტი ფლორიან თაქი.
 
მოსწავლეებმა ღონისძიების სტუმრებს 2026 წელს PASCH-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსებში და გაცვლით პროგრამებში: ბამბერგის, ლაიფციგისა და პანტიანის გერმანულენოვან ბანაკებში მიღებულ შთაბეჭდილებებსა და ახალ შესაძლებლობებზე პრეზენტაციები წარუდგინეს.
 
B2 დიპლომის მფლობელებს თომას და მარიანა კრაიერების მხარდაჭერით საჩუქრად გადაეცათ შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ენათმეცნიერის, კიტა ჩხენკელის მიერ შედგენილი ქართულ-გერმანული ლექსიკონი.
 
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებთ ახალ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს!
 
მადლობას ვუხდით თბილისის გოეთეს ინსტიტუტს მხარდაჭერისთვის!

გააზიარე:

სიახლეები