ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მეექვსე საავტორო სკოლაში გაიმართა თემატური კინოჩვენებები და დისკუსიები გერმანულ და ინგლისურ ენებზე.
VI კლასი — „საჩუქარი“ (The Present) — ინგლისურ ენაზე. ფილმმა მოსწავლეები დააფიქრა ემპათიის, მიმღებლობისა და ადამიანის შესაძლებლობების განსხვავებულად დანახვის მნიშვნელობაზე.
VIII კლასი — „ახალი ბიჭი“ (New Boy) — ინგლისურ ენაზე. დისკუსია შეეხო სტერეოტიპებს, ბულინგს, კულტურულ განსხვავებებსა და ახალ გარემოში ინტეგრაციის სირთულეებს.
XI კლასი — „უბილეთო მგზავრი“ (Schwarzfahrer) — გერმანულ ენაზე. მოსწავლეებმა იმსჯელეს რასიზმის, დისკრიმინაციის, საზოგადოებრივი გულგრილობისა და უსამართლობის წინააღმდეგ პიროვნული პასუხისმგებლობის შესახებ.
პროექტის მიზანია მოსწავლეებში ემპათიის, განსხვავებულობის პატივისცემის, კრიტიკული აზროვნებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება.
პროექტში მონაწილეობდნენ: ინგლისურენოვანი პროექტების ხელმძღვანელი - მანანა ბაქრაძე, გერმანული ენის მასწავლებელი - სოფიო ტაბაღუა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი - რუსა ხავთასი, სკოლის ფსიქოლოგი - მაშო ზექალაშვილი.
პროექტის ხელმძღვანელი - მაკა ჭიაბერაშვილი