წარმოგიდგენთ ჩვენი პედაგოგის, აღმოსავლეთმცოდნის, მთარგმნელის, ჩვენი სკოლის ლიტერატურული პრემია „ამირანის“ გამარჯვებულის, საბას პრემიის ლაურეატის, თბილისის სახელმწიოფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორანტის, გიორგი ხულორდავას საავტორო პროგრამებს უფროსკლასელთათვის:
„რუსთაველი და გურამიშვილი“ — კურსის მიზანია „ვეფხისტყაოსნისა“ და „დავითიანის“ ტექსტების სიღრმისეული გააზრება, სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა. კურსის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქართველ ფილოლოგებთან და დარგის სპეციალისტებთან
️„მხატვრული თარგმანის თეორია და პრაქტიკა“ — მოსწავლეები გაეცნობიან თარგმანის თეორიებს, შეადარებენ ქართულ და ინგლისურენოვან ორიგინალებსა და თარგმანებს (შექსპირი, ჰემინგუეი, სელინჯერი და სხვ.), იმუშავებენ როგორც პროზაულ, ისე პოეტურ ტექსტებზე და შეხვდებიან ცნობილ ქართველ მთარგმნელებს.
ორივე კურსი ორიენტირებულია პრაქტიკული და ანალიტიკური უნარების განვითარებაზე.