Kidba
Pen

სტრატეგიული გეგმა

დამტკიცებულია

შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ დირექტორის

2023 წლის  7 სექტემბრის  N7/57 ბრძანებით

 

 

 

 

                                                           

 

 

 

 

შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“

 

სკოლის განვითარების შვიდწლიანი სტრატეგიული გეგმა

2023-2030  სასწავლო წელი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შესავალი

 

წინამდებარე დოკუმენტი მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას, ღირებულებებსა და სტრატეგიულ მიზნებს. სტრატეგია განსაზღვრავს თუ როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დასახულ მიზნებს არსებული მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენების გზითა და საჭირო დამატებითი რესურსების მოძიებით. სტრატეგიული გეგმა დეტალურად ახდენს გარემო ფაქტორების და შიდა გარემოს SWOT (სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობები და საფრთხე) ანალიზს.

 

7 (შვიდ) წლიანი სტრატეგიული გეგმის პროექტის შედგენისას  გათვალისწინებული იქნა, როგორც წინარე გამოცდილება, ასევე, ახალი გამოწვევები. ინფორმაციის შეჯერების, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებითა და თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით: ძირითად ამოცანად სკოლა ისახავს მოსწავლეებს მისცეს  ხარისხიანი, 21-ე საუკუნის შესაბამისი განათლება, მოამზადოს ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ხელი შეუწყოს საჭირო უნარჩვევების, პიროვნული ღირებულებების ჩამოყალიბებას შესაბამისი კვალიფიციური კადრების მეშვეობით.

 

სტრატეგიული განვითარების შვიდწლიანი გეგმის შემუშავების პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელია სკოლის დირექტორი, რომელიც უზრუნველყოფს კომუნიკაციას სკოლის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან, საჭირო ინფორმაციის შეგროვებას.

 

სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის რეალიზება ხდება შიდა და გარე ფაქტორების გათვალისწინებით. ობიექტური ანალიზის საფუძველზე, შესაძლებელია მოხდეს სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის გადახედვა  გარკვეული პერიოდულობით.

 

სკოლის შესახებ ინფორმაცია

სკოლა განლაგებულია თბილისის ერთ-ერთ უძველეს უბანში - სოლოლაკში, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გადაკვეთაზე. არქიტექტურულ-მხატვრული და ისტორიული ღირებულების მქონე შენობისაგან შემდგარ ისტორიულად ჩამოყალიბებულ არქიტექტურულ გარემოში, სკოლის შენობა (ლადო ასათიანის ქ.28) სრულიად განსხვავებული მხატვრული იერსახით გამოირჩევა. ნაგებობის არქიტექტურა გოთური სტილიზაციის თვალსაჩინო ნიმუშია. შენობის პროექტი 1905 წლით თარიღდება. შენობა იმთავითვე სასწავლო დაწესებულებისათვის იყო განკუთვნილი. თავიდან აქ განთავსებული იყო თბილისის მე-3 ქალთა გიმნაზია. შემდგომშიც, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, შენობის ფუნქცია არ შეცვლილა, რამაც განაპირობა პირვანდელი ფორმების მინიმალური ცვლილება. იმდენად დიდია სკოლის ისტორიული, კულტურული და არქტიქტურული ღირებულება, რომ მისი დაცვა, გაფრთხილება, მოვლა, შენარჩუნება და რესტავრაცია სკოლის გრძელვადიანი გეგმის განუყოფელი ნაწილია.

სკოლის მისიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული  დისციპლინების სწავლებასთან ერთად, სკოლაში დამატებით ხორციელდება ხუთი საავტორო პროგრამა:                                                                                                                                                                                                                      

1.გერმანულენოვანი  ლიტერატურა;                                                                                                                                                              2.ცივილიზაციათა დიალოგი;                                                                                                                                                                                                                       3.ქართული ენა და სამყარო;                                                                                                                                                                                                                4. ფოლკლორი  და მითოლოგია;

  1. ევროპული ლიტერატურის ისტორია.

პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დგას მოსწავლე და მის მიერ მიღწეული შედეგი. შედეგზე ორიენტირება გულისხმობს მოსწავლისათვის მიწოდებული ინფორმაციის არა მხოლოდ დამახსოვრებას, არამედ ამ ინფორმაციის მყარ, დინამიურ და ფუნქციურ ცოდნად გარდაქმნას. სწორედ ამიტომ სკოლის  სასწავლო გეგმის ფუნდამენტური პრინციპია შედეგზე ორიენტირება, რაც გულისხმობს მოსწავლის აღჭურვას იმ ცოდნით, რომელიც მოზარდს სწორ მიმართულებას მისცემს ცხოვრებაში.   ეს არსებითი მოთხოვნა აისახება როგორც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლების დროს, ისე დამატებით შეთავაზებული საგნების პროგრამების შემთხვევაშიც.

 

სკოლის მისია

მეექვსე საავტორო სკოლის მისიაა   აღიზარდოს ქართული სულისკვეთებითა და ევროპული ჰუმანიზმის იდეებით თავისუფალი, დამოუკიდებელი, ანალიტიკურად მოაზროვნე, მოტივირებული, კონკურენტუნარიანი, წიგნიერი და ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარის მქონე, საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება, რომელსაც განვითარებული ექნება  ურყევი ეროვნული ცნობიერება, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები  და ღრმა ინტელექტუალური საფუძველი.

სკოლის ხედვა   

შპს ,,მეექვსე საავტორო სკოლის“ სწავლებისა და აღზრდის სისტემას საფუძვლად უდევს პროფესორ გურამ რამიშვილის ენათა კოორდინირებული სწავლებისა (გ. რამიშვილი, ,,დედაენის თეორია“ 2006 წ.) და კულტურათა დიალოგის კონცეფცია, ამასთანავე, გათვალისწინებულია ქართული და ევროპული კლასიკური პედაგოგიკისა (გოგებაშვილი, პესტალოცი, უზნაძე) და ლინგვისტიკის (ჰუმბოლტი, გიორგი ახვლედიანი, გურამ რამიშვილი) დიდი ტრადიცია. აქედან გამომდინარე, სკოლის ხედვაა ხელი შუწყოს   მოზარდთა სულიერ განვითარებას, სამოქალაქო და სამართლებრივი აღზრდას და იმ წინაპირობების შექმნას, რომლებიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს, განსაზღვროს საკუთარი მომავალი და სწორად აირჩიოს  ცხოვრებისეული გზა მომდევნო შვიდწლიანი ციკლის ფარგლებში. სკოლა საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს, უზრუნველყოს ოპტიმალური პირობები თითოეული მოსწავლის ნიჭისა და უნარის გამოსავლენად.

სკოლის ღირებულებები:

სკოლა უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:

  • გამჭირვალობა: ჩვენი საქმიანობა, ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ ცნობილია ყველა დაინტერესებული პირისათვის, უზრუნველყოფილია სკოლის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის საჯაროობა.
  • მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.
  • თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს, წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ პრობლემების გადაჭრაზე.
  • ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ეფუძნება ეროვნულ სასწავლო გეგმას და ფაქტობრივ გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში მონაწილე პირების სუბიექტივიზმს.
  • განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს. არ ვერიდებით სიახლეების დანერგვას.

სკოლის მიზნები

 

სკოლის მიზანია:

  • აღზარდოს  მაღალი აკადემიური ცოდნის მიღებაზე ორიენტირებული თავისუფალი და პასუხისმგებელი,  კრიტიკული აზროვნების, ეფექტური კომუნიკაციის უნარების, ჯანსაღი ღირებულებების მატარებელი ადამიანები, რომელთაც შეეძლებათ საკუთარი შესაძლებლობების ოპტიმალური შეფასება და ცხოვრებაში რეალიზება.
  • ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას და  პედაგოგიური პრაქტიკის შემდგომ დახვეწასა და გამდიდრებას.
  • მოსწავლეთათვის შესაბამისი უნარების განვითარება, დამოუკიდებლად მოახერხოს საჭირო ინფორმაციის მოძიება, აღქმა, ანალიზი, დასკვნის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება;
  • მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა და განვითარება;
  • მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივი განახლება;
  • უსაფრთხო და შესაძლებლობებით მრავალფეროვანი გარემოს შექმნა და მუდმივი სრულყოფა;
  • სასკოლო საზოგადოების გააქტიურება

SWOT - ანალიზი

 

იმისათვის, რომ სკოლამ მოახერხოს თავისი მისიის შესრულება და მოსწავლეებისათვის საუკეთესო საგანმანათლებლო მომსახურების შეთავაზება, აუცილებელია სწორად იქნეს დანახული სკოლის მიერ დასახული და შესრულებული სტრატეგიული გეგმის დადებითი და უარყოფითი, სუსტი და ძლიერი მხარეები. სისუსტეების გამოვლენა მიმართულია იმისკენ, რომ არსებული შესაძლებლობის ფარგლებში გადაიქცეს ძლიერ მხარეებად, ხოლო საფრთხეების წინასწარ შეფასება საშუალებას იძლევა, რომ სკოლა მზად დახვდეს სავარაუდო გამოწვევებს.

  • ძლიერი მხარეები
  • კაპიტალური შენობა უნიკალური არქიტექტურით;
  • საუკეთესო ადგილმდებარეობა ქალაქის ცენტრში;
  • ეკო სტანდარტების შესაბამისი რემონტი;
  • სააქტო დარბაზი სხვადასხვა შემოქმედებითი ღონისძიებისათვის;
  • მოძრავი სცენა, აღჭურვილი მაღალი ხარისხის ხმის გამაძლიერებელი აპარატურითა და სმენადობის ხარისხის გასაუმჯობესებელი აპარატურით (აკუსტიკური სისტემა);
  • გამართული ინფრასტრუქტურა, საგნობრივი კაბინეტები;
  • საავტორო პროგრამები;
  • უცხოელი პარტნიორები;
  • უცხოეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • კვალიფიციური და გამოცდილი პერსონალი;
  • გერმანული და ინგლისური ენების უცხოელი მასწავლებლები;
  • სკოლაში გადაწყვეტილებების ოპერატიულად მიღების პრაქტიკა და სკოლის თანამშრომელთა მოტივირებული ენერგიული გუნდი;
  • სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობა;
  • სკოლის მზაობა მართვის ინოვაციური და თანამედროვე მიდგომების დანერგვისთვის;­­
  • სკოლის მაღალკვალიფიციური კადრები
  • ინკლუზიურ მოსწავლეთათვის მაქსიმალურად კომფორტული პირობების შექმნა და ადაპტაცია;
  • მრავალფეროვანი დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურება;
  • თანამედროვე ტექნოლოგიები  ელექტრონული დაფები;

 

 

  • სუსტი მხარეები
  • ბიბლიოთეკის უცხოენოვანი რესურსების შევსების აუცილებლობა;
  • ფართის სიმცირე და ინფრასტრუქტურის არქონა სკოლამდელი აღზრდის კლასების შესაქმნელად;
  • უცხოური ენების სწავლებისათვის საჭირო თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი აუდიო აპარატურის არარსებობა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების სიმცირე*.
  • გასაახლებელი სასკოლო ავეჯი;
  • საერთაშორისო პროგრამების არარსებობა.

 

 

 

 

 

* სკოლას გააჩნია ტექნიკური ბაზა სრულყოფილი სწავლებისათვის, თუმცა სასურველია მომავალში თითოეული კლასი იყოს აღჭურვილი აპარატურის საკუთარი პაკეტით.

 

 

  • შესაძლებლობები
  • შიდა დაცული ეზოს უკეთ მოწყობა, გამწვანება;
  • კაბინეტ-ლაბორატორიების უკეთ აღჭურვა თანამედროვე სასწავლო მასალებით;
  • ბიბლიოთეკის შევსება/გამდიდრება;
  • მოსწავლეებისათვის საინტერესო პროექტების/პროგრამების მოძიება;
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების ლაბორატორიის შევსება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად;
  • გაცვლითი პროგრამების გაფართოება;
  • პერსონალის კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება;
  • საერთაშორისო პროგრამების დანერგვა;
  • ტრანსპორტის სერვისის შეთავაზება.

 

 

  • საფრთხეები
  • საერთო ეკონომიკური სირთულეების ფონზე, მშობელთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის გაძნელება;
  • საგანმანათლებლო ბაზარზე კონკურენციის ზრდა­­
  • განათლებასა და მისი მიღების საჭიროებასთან დაკავშირებული ცნობიერების დაბალი დონე­­
  • საბაზრო მოთხოვნების სწრაფი ცვლილებები;
  • ბაზარზე პროფესიონალი და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.

 

 

 

სტრატეგიული მიმართულებები:

 

სკოლის შესაძლებლობებისა და გარემოს შესწავლის (SWOT ანალიზი), მისიითა და ხედვით განსაზღვრული მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების უზრუნველსაყოფად  შპს მეექვსე საავტორო 2023-2030 წლებში იმუშავებს შემდეგი სტრატეგიული მიმართულებით:

 

  1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება
  2. პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
  3. სკოლის ინფრასტრუქუტურული განვითარება
  4. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა
  5. მოსწავლეთა მხარდაჭერა
  6. განათლების ინკლუზია
  7. უცხო ენების გაძლიერებული სწავლება
  8. ციფრული ტრანსფორმაცია
  9. არაფორმალური განათლების გაძლიერება
  10. მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება

სკოლის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული მიზნები

  • სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლება

გლობალიზაციისა და ინტერნეტის ხანაში ცვლილებები და სიახლეები იმდენად სწრაფად ვითარდება, გვიჭირს ფეხი ავუწყოთ თანამედროვე მსოფლიოს ტემპებსა და მოთხოვნებს. თუმცა, ცხადია, მოსწავლეებში 21-ე საუკუნის კომპეტენციების გამომუშავებისათვის აუცილებელია სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდების დანერგვა / სრულყოფა. საჭიროა, მასწავლებელი აქტიურად იყენებდეს იმ მეთოდიკებსა და ტექნოლოგიებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითობის, რეალურ ცხოვრებაში პრობლემების მოგვარების, თანამშრომლობის, თვითრეგულირების, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა აუცილებელი უნარების განვითარებას.

  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობა

იმისათვის, რომ სკოლამ შეინარჩუნოს სწავლების მაღალი ხარისხი და უზრუნველყოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სწავლება, აუცილებელია ზრუნვა პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე, რაც ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც ის უწყვეტ პროცესს წარმოადგენს. ამ დროს მასწავლებლის მიერ ხდება საკუთარი პროფესიის, საქმიანობის, რესურსებისა და შესაძლებლობების ახლებურად გადაფასება. ასევე, პედაგოგები შეიძენენ უნარებსა და ცოდნას, რომელთა აუცილებლობა ახალმა ტენდენციებმა და მოთხოვნებმა მოიტანა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მრავალფეროვანი ტრენინგების შეთავაზებას პედაგოგებისათვის.

 

  • სკოლის ინფრასტრუქტურული განვითარება

სკოლა მუდმივად ზრუნავს სასწავლო გარემოს, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. აღნიშნული მიზნით, სისტემატურად ხდება სკოლის ინფრასტრუქტურული მხარდაჭერა, სასკოლო რესურსის საჭიროებისამებრ განახლება და შეძენა. სკოლისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის საჭირო მატერიალური რესურსის არსებობა, სასკოლო ინვენტარით და საჭირო რესურსებით სასწავლო დაწესებულების უზრუნველყოფა, მძლავრი საბიბლიოთეკო ფონდის შექმნა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზის განვითარება, ლაბორატორიების გამდიდრება და სხვა. სკოლაში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.

  • უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა

სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად აღზრდის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს სასკოლო საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება დარაჯები, ვიდეო კამერები, სახანძრო უსაფრთხოებისა ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აუცილებელი ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის შესახებ და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები.

  • მოსწავლეთა მხარდაჭერა

ნაყოფიერი სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ. სკოლის მიზანია პირველ რიგში უზრუნველყოს მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია, მოიპოვოს მისი ნდობა და შეუქმნას მას მიმღებლობითი გარემო. მხარდაჭერის სტრატეგიის გამოყენებით ხდება სწავლებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა და შემდგომში მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი მიღწევების წახალისება. მოსწავლეთა სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიცემა. მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა კლუბებისა და დამატებითი მომსახურების შეთავაზება, სხვადასხვა სიახლეების შეთავაზება სასკოლო საზოგადოებისათვის.

 

  • განათლების ინკლუზია

სკოლა ვალდებულია ყველა ბავშვს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მისაღებად. სასწავლო პროცესის ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს მრავალფეროვნება და განსხვავებულობა, რის მიუხედავადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე უნდა იყოს სკოლის სრულფასოვანი წევრი და სრულად მონაწილეობდეს სასკოლო აქტივობებში. ინკლუზიური განათლების მოდელი თანამედროვე პედაგოგიკის განუყოფელი ნაწილია და მიმართულია ყველა ბავშვისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი და არასეგრეგირებული გარემოს შექმნისაკენ. სკოლაში უნდა არსებობდეს ხელსაყრელი გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის, რათა მარტივად გაიარონ სოციალიზაციის პროცესი და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.

  • უცხო ენების გაძლიერებული სწავლება

სკოლის კონცეფციის ქვაკუთხედს წარმოადგენს მოსაზრება, რომ ნებისმიერი საგნის, მათ შორის, უცხოური ენების ათვისების უმთავრესი ინსტრუმენტი - მშობლიური ენის საფუძვლიანი ცოდნაა. ,,მეექვსე საავტორო სკოლის“ სწავლებისა და აღზრდის სისტემას საფუძვლად უდევს პროფესორ გურამ რამიშვილის ენათა კოორდინირებული სწავლებისა (გ. რამიშვილი, ,,დედაენის თეორია“ 2006 წ.) და კულტურათა დიალოგის კონცეფცია. სკოლის ხედვა ემყარება თანამედროვე პედაგოგიკის (გოგებაშვილი, პესტალოცი, უზნაძე) და ლინგვისტიკის (ჰუმბოლტი, გიორგი ახვლედიანი, გურამ რამიშვილი) უდიდეს ტრადიციას.უცხოური ენების სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპის ინტერკულტურული საზოგადოების განვითარებაში, რომელიც ტოლერანტობის, კრეატიულობისა და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპებზეა დაფუძნებული. უცხოური ენების სწავლება უწყვეტ კავშირშია მულტილინგვიზმის (მრავალენობრიობის) ანუ ენობრივი მრავალფეროვნების პრინციპის განვითარებასთან, ხოლო ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მულტილინგვიზმს ემყარება, ევროპული იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთი უცხოური ენის სწავლა განიხილება როგორც გზა მეორე და მომდევნო უცხოური ენების შესწავლისაკენ. უცხოური ენის ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის კონკურენტუნარიანობის მთავარ ფასეულობადაა მიჩნეული. მე-20 საუკუნის ბოლოს ევროპის საბჭომ მიიღო გამოწვევა, რომელსაც ,,ძირითადი კომპეტენციების დახვეწა“ ეწოდა. გამოწვევის მთავარ იდეად ყოველი ევროპელი მოსწავლისათვის სავალდებულო სასკოლო განათლების ფარგლებში სულ ცოტა ორი უცხოური ენის სწავლება მიიჩნიეს. ეს ყოველივე კი მიზნად ისახავს ევროპული ღია, მობილური სივრცის შექმნას. ამასთანავე, ყურადსაღებია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნათელი გახდა, რომ წმინდა ენის სწავლება არ არის საკმარისი. მხოლოდ ინფორმაციის კოდირება არ უზრუნველყოფს კომუნიკაციისა თუ ინტერაქციის დამყარებას ადამიანთან. მოსაუბრის სრულყოფილი გაგება შესაძლებელია მხოლოდ ენისა და იმ კულტურის ცოდნის შემთხვევაში, რომელსაც ეკუთვნის და რომლისგანაც ამავდროულად გამომდინარეობს ენა.

  • ციფრული ტრანსფორმაცია

სკოლა აქტიურად გეგმავს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების და თანამედროვე სწავლების სტრატეგიების/მიდგომების გამოყენებას. აღნიშნული მიზნით უზრუნველყოფილი იქნება მატერიალური რესურსი, რომელიც მუდმივად განახლდება. ასევე, სასწავლო პროგრამებში იგეგმება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. გარდა ამისა, სკოლის მიერ გადამზადებული მასწავლებლები შეძლებენ აქტიურად გამოიყენონ ის მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითობის, რეალურ ცხოვრებაში პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა აუცილებელი უნარების განვითარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის ამოცანაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში წარმატებულად დანერგოს სწავლების თანამედროვე მეთოდები, სრულფასოვნად გამოიყენოს და  ამასთან, თავად შექმნას ინტერნეტ სასწავლო რესურსები.

  • არაფორმალური განათლების გაძლიერება

არაფორმალური განათლება არის სასწავლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში.  არაფორმალური განათლება მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს მისთვის საინტერესო თემებს,  იკვლიოს მისთვის საინტერესო საკითხი და მეგობრებთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს ბევრი საინტერესო აქტივობა.  ასეთი  სწავლებისას მოსწავლე თავისუფალია. სასწავლო პროცესი მასზეა მორგებული და ორიენტირებული, რაც მოსწავლეების   დაინტერესებას იწვევს. ინტერესი კი ზრდის  მოტივაციას. არაფორმალური განათლება არის ფორმალური განათლების გაგრძელება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების,  ციფრული უნარების,  ცხოვრებისეული  და  სოციალურ-კულტურული უნარების განვითარებას.  ამ უნარების დაუფლებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება ახალგაზრდა და   ხდება თავდაჯერებული.

 

  • მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება

 

მონიტორინგი არის პროცესი, რომელიც გულისხმობს მუდმივად ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს, რათა დროულად დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, შეფასების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ პერიოდულად მოამზადოს ნიადაგი „კი“ ან „არა“ ტიპის გადაწყვეტილების მიღებისთვის. მონიტორნგი და შეფასება სასკოლო საქმიანობის თანმდევი პროცესებია და ხელს უწყობს სკოლის ორგანიზაციულ განვითარებას.

 

  1. სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებ
  • ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა
  • სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება
  • აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა
  • დიაგნოსტიკური შეფასების მოდელის დანერგვა-განვითარება
  • საავტორო პროგრამის განხორციელება:                         გერმანულენოვანი  ლიტერატურა;                                                                                                                                                              2. ცივილიზაციათა დიალოგი;                                                                                                                                                                                                                       3. ქართული ენა და სამყარო;                                                                                                                                                                                                                4. ფოლკლორი  და მითოლოგია.
  1. ევროპული ლიტერატურის ისტორია;

სწავლა ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენას, მათ ინტელექტუალურ განვითარებას. ხარისხზე ორიენტირებულ სკოლაში მოსწავლე ეუფლება არა მხოლოდ ინფორმაციის მიღების, არამედ ცოდნის გააზრების, გამოყენების, დამოუკიდებლად დასკვნების გამოტანისა და შეფასების გაკეთების უნარ-ჩვევებს. მოსწავლის განვითარების დინამიკის დადგენა და თანმდევი დამატებითი სამუშაოების განხორციელება არის სრულყოფილი და ხარისხიანი განათლების მიღების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება.  

 

 

სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

სასწავლო პროცესის ხარისხის ამაღლებ

 

ახალი პროგრამების შემუშავება/ დანერგვა

 

 

 

 

 

 

 

სასწავლო პროცესის მონიტორინგი და შედეგების გათვალისწინებით შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა/ განხორციელება

 

 

 

 

 

 

 

აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების მიზნით, მოსწავლეებში მოტივაციის გაზრდა

 

 

 

 

 

 

 

 

საავტორო პროგრამის განხორციელება:                                                                                                                                                                                                                       1. გერმანულენოვანი  ლიტერატურა;                                                                                                                                                              2. ცივილიზაციათა დიალოგი;                                                                                                                                                                                                                       3. ქართული ენა და სამყარო;                                                                                                                                                                                                                4. ფოლკლორი  და მითოლოგია.

5. ევროპული ლიტერატურის ისტორია;

 

 

 

 

 

 

 

 

დიაგნოსტიკური შეფასების მოდელის დანერგვა-განვითარება

 

 

 

 

 

 

 

 

  1. ადამიანური რესურსის განვითარება

 

  • ადმინისტრაციული პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების დადგენა;
  • მაღალი კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა
  • კონფერენციებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მასწავლებელთა ჩართულობის ხელშეწყობა
  • მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლებისათვის ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება მოწვეული სპეციალისტების მიერ.

 

ხარისხიანი განათლებისა და ეფექტური სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა წარმოუდგენელი და შეუძლებელია კვალიფიციური, მომზადებული და პროფესიულად მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლების გარეშე. სკოლამ უნდა უზრუნველყოს თანამშრომელთა ( მასწავლებელი, ადმინისტრაცია-ტექპერსონალი)  პროფესიული განვითარება. ამის განსახორციელებლად სკოლა უზრუნველყოფს ადმინისტრაციული თუ აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებას, რაშიც მოიაზრება ტრენინგები, ვებინარები, სამუშაო შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობა და ა.შ.

 

 

 


სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

ადამიანური რესურსის განვითარება

 

ადმინისტრაციული პერსონალისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების   დადგენა;

 

 

 

 

 

 

 

მაღალი კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა

 

 

 

 

 

 

 

კონფერენციებსა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში მასწავლებელთა ჩართულობის ხელშეწყობა

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლებისათვის ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება მოწვეული სპეციალისტების მიერ

 

 

 

 

 

 

 

 

  1. სკოლის ინფრასტრუქტურული განვითრება

 

  • ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
  • საგანმანათლებლო/სასწავლო რესურსების განახლება/შევსება;
  • საინფორმაციო რესურსების გაუმჯობესება;
  • ფინანსური მდგრადობა.

სკოლისთვის მნიშვნელოვანია სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესისათვის საჭირო მატერიალური რესურსის არსებობა, სასკოლო ინვენტარით და საჭირო რესურსებით სასწავლო დაწესებულების უზრუნველყოფა, მძლავრი საბიბლიოთეკო ფონდის შექმნა, საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზის განვითარება, ლაბორატორიების გამდიდრება და სხვა. სკოლაში შექმნილია ყველა აუცილებელი პირობა სასწავლო პროცესის წარმართვისათვის.

 

 

სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებ

 

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება

 

 

 

 

 

 

 

საგანმანათლებლო/სასწავლო რესურსების განახლება/შევსება

 

 

 

 

 

 

 

საინფორმაციო რესურსების გაუმჯობესება

 

 

 

 

 

 

 

ფინანსური მდგრადობა

 

 

 

 

 

 

 

   

  1. უსაფრთხო, ორგანიზებული და დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა
  • საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.

სკოლაში სასწავლო პროცესი და ზოგადად აღზრდის სისტემა უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობისა და ნდობის პრინციპებს. მოსწავლე უსაფრთხოდ და დაცულად უნდა გრძნობდეს თავს. სკოლაში შექმნილი უნდა იყოს ყველა პირობა, რათა დაკმაყოფილებული იყოს სასკოლო საზოგადოების ფიზიკური უსაფრთხოების მოთხოვნები. სკოლაში ფუნქციონირებს უსაფრთხოების მკაფიოდ შემუშავებული სისტემა, რომელშიც მოიაზრება დარაჯები, ვიდეო კამერები, სახანძრო უსაფრთხოებისა ნორმების დაცვა, პრევენციული ღონისძიებები. სკოლამ უნდა მისცეს მოსწავლეებსა და თანამშრომლებს აუცილებელი ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის შესახებ და განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები.

 

სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

უსაფრთხო, ორგანიზებული და  დისციპლინირებული გარემოს უზრუნველყოფა

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

 

 

 

 

 

 

 

უსაფრთხოების ნორმების დაცვა

 

 

 

 

 

 

 

 

უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების განხორციელება

 

 

 

 

 

 

 

 

  1. მოსწავლეთა მხარდაჭერა
  • მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა;
  • დამატებითი სერვისების განვითარება;
  • მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

ნაყოფიერი სასწავლო პროცესის ფორმირებისთვის აუცილებელია მოწესრიგებული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად იგრძნობენ. სკოლის მიზანია პირველ რიგში უზრუნველყოს მოსწავლის სასწავლო გარემოსთან ადაპტაცია, მოიპოვოს მისი ნდობა და შეუქმნას მას მიმღებლობითი გარემო. მხარდაჭერის სტრატეგიის გამოყენებით ხდება სწავლებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნა და შემდგომში მოსწავლის აკადემიური თუ ქცევითი მიღწევების წახალისება. მოსწავლეთა სრულფასოვანი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების მიცემა. მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად სხვადასხვა კლუბებისა და დამატებითი მომსახურების შეთავაზება, სხვადასხვა სიახლეების შეთავაზება სასკოლო საზოგადოებისათვის.

 

 

სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

მოსწავლეთა მხარდაჭერა

 

მოსწავლეთა აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის სისტემის უზრუნველყოფა

 

 

 

 

 

 

 

დამატებითი სერვისების განვითარება

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლეთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელება

 

 

 

 

 

 

 

 

 

  1. განათლების ინკლუზია
  • დიფერენცირებული სწავლების დანერგვა-გაძლიერება
  • სსსმ მოსწავლეთა სწავლების ხელშეწყობა
  • განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა

სკოლა ვალდებულია ყველა ბავშვს მისცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მისაღებად. სასწავლო პროცესის ყველა მონაწილემ უნდა აღიაროს მრავალფეროვნება და განსხვავებულობა, რის მიუხედავადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე უნდა იყოს სკოლის სრულფასოვანი წევრი და სრულად მონაწილეობდეს სასკოლო აქტივობებში. ინკლუზიური განათლების მოდელი თანამედროვე პედაგოგიკის განუყოფელი ნაწილია და მიმართულია ყველა ბავშვისათვის თანაბრად ხელმისაწვდომი და არასეგრეგირებული გარემოს შექმნისაკენ. სკოლაში უნდა არსებობდეს ხელსაყრელი გარემო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის, რათა მარტივად გაიარონ სოციალიზაციის პროცესი და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.

სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

განათლების ინკლუზია

 

დიფერენცირებული სწავლების დანერგვა-გაძლიერება

 

 

 

 

 

 

 

სსსმ მოსწავლეთა სწავლების ხელშეწყობა

 

 

 

 

 

 

 

განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობაზე ზრუნვა

 

 

 

 

 

 

 

 

  1. უცხო ენების გაძლიერებული სწავლება
  • გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობა
  • გერმანული სკოლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირება
  • ლათინური ენის მოკლევადიანი კურსის დანერგვა
  • საერთაშორისო გაცვლითი სასწავლო პროგრამების ხელშეწყობა

სკოლის კონცეფციის ქვაკუთხედს წარმოადგენს მოსაზრება, რომ ნებისმიერი საგნის, მათ შორის, უცხოური ენების ათვისების უმთავრესი ინსტრუმენტი - მშობლიური ენის საფუძვლიანი ცოდნაა. ,,მეექვსე საავტორო სკოლის“ სწავლებისა და აღზრდის სისტემას საფუძვლად უდევს პროფესორ გურამ რამიშვილის ენათა კოორდინირებული სწავლებისა (გ. რამიშვილი, ,,დედაენის თეორია“ 2006 წ.) და კულტურათა დიალოგის კონცეფცია. სკოლის ხედვა ემყარება თანამედროვე პედაგოგიკის (გოგებაშვილი, პესტალოცი, უზნაძე) და ლინგვისტიკის (ჰუმბოლტი, გიორგი ახვლედიანი, გურამ რამიშვილი) უდიდეს ტრადიციას. უცხოური ენების სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპის ინტერკულტურული საზოგადოების განვითარებაში, რომელიც ტოლერანტობის, კრეატიულობისა და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპებზეა დაფუძნებული. უცხოური ენების სწავლება უწყვეტ კავშირშია მულტილინგვიზმის (მრავალენობრიობის) ანუ ენობრივი მრავალფეროვნების პრინციპის განვითარებასთან, ხოლო ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მულტილინგვიზმს ემყარება, ევროპული იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთი უცხოური ენის სწავლა განიხილება როგორც გზა მეორე და მომდევნო უცხოური ენების შესწავლისაკენ. უცხოური ენის ცოდნა თანამედროვე მსოფლიოში ადამიანის კონკურენტუნარიანობის მთავარ ფასეულობადაა მიჩნეული. მე-20 საუკუნის ბოლოს ევროპის საბჭომ მიიღო გამოწვევა, რომელსაც ,,ძირითადი კომპეტენციების დახვეწა“ ეწოდა. გამოწვევის მთავარ იდეად ყოველი ევროპელი მოსწავლისათვის სავალდებულო სასკოლო განათლების ფარგლებში სულ ცოტა ორი უცხოური ენის სწავლება მიიჩნიეს. ეს ყოველივე კი მიზნად ისახავს ევროპული ღია, მობილური სივრცის შექმნას. ამასთანავე, ყურადსაღებია, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ნათელი გახდა, რომ წმინდა ენის სწავლება არ არის საკმარისი. მხოლოდ ინფორმაციის კოდირება არ უზრუნველყოფს კომუნიკაციისა თუ ინტერაქციის დამყარებას ადამიანთან. მოსაუბრის სრულყოფილი გაგება შესაძლებელია მხოლოდ ენისა და იმ კულტურის ცოდნის შემთხვევაში, რომელსაც ეკუთვნის და რომლისგანაც ამავდროულად გამომდინარეობს ენა.

სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

უცხო ენების სწავლების გაძლიერება

გოეთეს ინსტიტუტთან თანამშრომლობა

 

 

 

 

 

 

 

გერმანული სკოლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირება

 

 

 

 

 

 

 

ლათინური ენის მოკლევადიანი კურსის დანერგვა

 

 

 

 

 

 

 

საერთაშორისო გაცვლითი სასწავლო პროგრამების ხელშეწყობა

 

 

 

 

 

 

 

 

  1. ციფრული ტრანსფორმაცია
  • მასწავლებელთა და მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა
  • ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
  • სკოლის ძირითადი და დამხმარე მმართველობითი პროცესების  გაციფრულება

სკოლა აქტიურად გეგმავს სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების და თანამედროვე სწავლების სტრატეგიების/მიდგომების გამოყენებას. აღნიშნული მიზნით უზრუნველყოფილი იქნება მატერიალური რესურსი, რომელიც მუდმივად განახლდება. ასევე, სასწავლო პროგრამებში იგეგმება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება. გარდა ამისა, სკოლის მიერ გადამზადებული მასწავლებლები შეძლებენ აქტიურად გამოიყენონ ის მეთოდები და ტექნოლოგიები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითობის, რეალურ ცხოვრებაში პრობლემის გადაჭრის გზების მოძიებას, თანამშრომლობის, კრიტიკული აზროვნებისა და სხვა აუცილებელი უნარების განვითარებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოლის ამოცანაა მომდევნო 7 წლის განმავლობაში წარმატებულად დანერგოს სწავლების თანამედროვე მეთოდები, სრულფასოვნად გამოიყენოს და  ,ამასთან, თავად შექმნას ინტერნეტ სასწავლო რესურსები.

 

სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

ციფრული ტრანსფორმაცია

მასწავლებელთა და მოსწავლეთა ციფრული კომპეტენციის ამაღლებაზე ზრუნვა

 

 

 

 

 

 

 

 

ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში

 

 

 

 

 

 

 

 

სკოლის ძირითადი და დამხმარე მმართველობითი  პროცესების  გაციფრულება

 

 

 

 

 

 

 

 

  1. არაფორმალური განათლების გაძლიერება
  • მოსწავლეთა სასკოლო კლუბების ორგანიზება
  • პროექტული სწავლების უზრუნველყოფა
  • სეზონური ბანაკების დაგეგმვა
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფა
  • ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა
  • მრავალფეროვანი დამატებითი საგანმნათლებლო და სააღმზრდელო მომსახურეობა
  • მოსწავლეთა რეიტინგული სისტემის შემუშავება და დანერგვა

 

არაფორმალური განათლება არის სასწავლო პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, არასაგაკვეთილო დროსა და სივრცეში.  არაფორმალური განათლება მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს მისთვის საინტერესო თემებს,  იკვლიოს მისთვის საინტერესო საკითხი და მეგობრებთან ერთად , ინტერესებიდან გამომდინარე, დაგეგმოს, განახორციელოს ბევრი საინტერესო აქტივობა.  ასეთი  სწავლებისას მოსწავლე თავისუფალია. სასწავლო პროცესი მასზეა მორგებული, მასზეა ორიენტირებული, რაც მოსწავლეების   დაინტერესებას იწვევს. ინტერესი კი ზრდის  მოტივაციას. არაფორმალური განათლება არის ფორმალური განათლების გაგრძელება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების,  ციფრული უნარების,  ცხოვრებისეული  და  სოციალურ-კულტურული უნარების განვითარებას.  ამ უნარების დაუფლებით, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ემზადება ახალგაზრდა და   ხდება თავდაჯერებული.

 

სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

 

 

 

 

 

 

 

 

 

არაფორმალური განათლების გაძლიერება

მოსწავლეთა სასკოლო კლუბების ორგანიზება

 

 

 

 

 

 

 

პროექტული სწავლების უზრუნველყოფა

 

 

 

 

 

 

 

სეზონური ბანაკების დაგეგმვა

 

 

 

 

 

 

 

ჯანსაღი ცხოვრების წესის უზრუნველყოფა

 

 

 

 

 

 

 

ეკოლოგიური განათლების ხელშეწყობა

 

 

 

 

 

 

 

მრავალფეროვანი დამატებითი საგანმნათლებლო და სააღმზრდელო მომსახურეობა

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლეთა რეიტინგული სისტემის შემუშავება  და დანერგვა

 

 

 

 

 

 

 

 

  1. მონიტორინგისა და შეფასების სისტემის განვითარება

მონიტორინგი არის პროცესი, რომელიც გულისხმობს მუდმივად ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს, რათა დროულად დაიგეგმოს პრევენციული ღონისძიებები, შეფასების არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ პერიოდულად მოამზადოს ნიადაგი „კი“ ან „არა“ ტიპის გადაწყვეტილების მიღებისთვის. მონიტორნგი და შეფასება სასკოლო საქმიანობის თანმდევი პროცესებია და ხელს უწყობს სკოლის ორგანიზაციულ განვითარებას.

სტრატეგიული მიზნები

ამოცანები

შესრულების პერიოდი

2023- 2024

2024- 2025

2025- 2026

2026- 2027

2027- 2028

2028- 2029

2029- 2030

მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა-განვითარება

.           მონიტორინგისა და შეფასების გეგმის შემუშავება    

 

 

 

 

 

 

 

მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება

 

 

 

 

 

 

 

მიზნობრივი ჯგუფების ფორმირება

 

 

 

 

 

 

 

შედეგების პერმანენტული ანალიზი მიზნობრივი ჯგუფების მიერ

 

 

 

 

 

 

 

პრიორიტეტების განსაზღვრა

 

 

 

 

 

 

 

მონიტორინგის და შეფასების ჯგუფის შედეგების პერმანენტული დოკუმენტირება

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე:

სიახლეები

event image

13/11/2024
event image

08/11/2024
event image

30/10/2024
event image

30/10/2024
event image

25/10/2024
event image

22/10/2024
event image

21/10/2024
event image

29/09/2024
event image

29/09/2024
event image

18/09/2024
event image

18/09/2024
event image

18/09/2024
event image

23/07/2024
event image

23/07/2024
event image

23/07/2024
event image

07/06/2024