წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში, ჩვენს უფროსკლასელებს მწერალი, რეჟისორი და დრამატურგი გიორგი ჯამბურია ესტუმრა.
მოსწავლეებთან შეხვედრა და საუბარი თანამედროვე სამყაროში წიგნისა და ლიტერატურის მნიშვნელობას მიეძღვნა.
დიალოგი წარიმართა ლიტერატურასა და კინოხელოვნებას შორის პარალელებისა და მსგავსება-განსხვავებების შესახებ. მოსწავლეები ჰყვებოდნენ იმ წიგნებზე, რომლებმაც მათზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ერთმანეთს შეადარეს სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოებები და მათი კინემატოგრაფიული ადაპტაციები.
ჩვენი უფროსკლასელებისა და მთელი სკოლის სახელით, მადლობას მოვახსენებთ გიორგი ჯამბურიას გამორჩეულად საინტერესო შეხვედრისათვის.
პროექტის ორგანიზატორი: სახელმწიფო ენის კათედრა