PASCHI-ის პროგრამის ფარგლებში, მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ორი დღის განმავლობაში ეცნობოდნენ მოქმედ საგზაო ნიშნებს და ქმნიდნენ ამ ნიშნების საკუთარ ვერსიებს.
თითოეულ ნამუშევარში მოსწავლეებმა ჩადეს საკუთარი წუხილი, ზრუნვა და რეგულირების ახალი, მათი აზრით, უფრო ჰუმანური მიდგომა.
ნამუშევრების საჯაროდ წარდგენის შემდეგ, სხვადასხვა კლასების მოსწავლეები ერთი კვირის განმავლობაში მისცემენ ხმას ორ ფინალურ ნამუშევარს, რომელთაგან გამარჯვებული საგზაო ნიშანი ნამდვილი საგზაო ნიშნის სახით დამზადდება გერმანიაში და დაიდგმება ჩვენს სკოლაში.
ასევე, აღნიშნული ნიშანი გახდება მსოფლიო სამართლიანობის საგზაო ნიშნების დროშის ნაწილი და საზეიმოდ გამოიფინება დასკვნით ღონისძიებაზე გერმანიაში 2026 წელს.
პროექტი მულტინაციონალურია და მისი მიზანია, ისეთი უნივერსალური წესების შექმნა, რომელიც ადამიანებს შორის ურთიერთობებს უკეთესს გახდის.
პროექტის ავტორი და მოდერატორი: იოჰანეს ფოლკმანი
პროექტის კოორდინატორი ჩვენს სკოლაში: თიკო ვარდანაშვილი