Kidba
Pen
blog banner

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე - ნატა ლომოური

 
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, დღეს ჩვენს სკოლას ისტორიკოსი ნატა ლომოური ეწვია.
 
სტუმარმა მოსწავლეებს არჩილ ქიქოძის წიგნი „რეპრესირებული მწერლები" წარუდგინა.
 
სტუმარმა ისაუბრა საბჭოთა ტოტალიტარულ სახელმწიფოში ქართველი პოეტებისა და მწერლების მუდმივ პროტესტზე და იმ სასტიკ მექანიზმებზე, რომელსაც სისტემა მათ „მოსათვინიერებლად“ იყენებდა.
 
სტუმარმა მოსწავლეებს გააცნო რეპრესირებული მწერლების მუზეუმი. აღნიშნა, რომ მიუხედავად უდიდესი წნეხისა, ქართველ მწერლებს არასოდეს შეუწყვეტიათ ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ.
ჩვენი უფროსკლასელებისა და მთელი სკოლის სახელით, მადლობას მოვახსენებთ ნატა ლომოურს საინტერესო შეხვედრისათვის.
 
პროექტის ორგანიზატორი: სახელმწიფო ენის კათედრა

გააზიარე:

სიახლეები