25 ოქტომბერს მეექვსე საავტორო სკოლის დიდ დარბაზში, ცნობილი ქართველი მუსიკოსის, ვენის შუბერტის სახელობის კონსერვატორიის პედაგოგისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორის - ვატო ჟორდანიას კონცერტი გაიმართა.
ვატო ჟორდანიას სხვადასხვა დროს გამართული აქვს კონცერტები მსოფლიოს გამორჩეულ სამუსიკო ცენტრებში: ვენის კონცერტჰაუსი და მუზიკფერაინი (ავსტრია), კორტოს დარბაზი (საფრანგეთი), რუმინეთის ათენიუმი და სხვა.
კონცერტზე შესრულდა რობერტ შუმანის "ფანტასტიკური პიესები" და მორის რაველის "ანარეკლები" პორტეპიანოსთვის.