Kidba
Pen
blog banner

სტუმრად ტაო-კლარჯეთში

ჩვენი სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა ტაო-კლარჯეთში იმოგზაურეს და საქართველოს ისტორიული მხარის უმნიშვნელოვანესი კულტურული და ისტორიული ძეგლები მოინახულეს.

მოსწავლეები ადგილზე ეცნობოდნენ და იკვლევდნენ ქართული კულტურის კვალს. მათ შესაძლებლობა მიეცათ, გაეღრმავებინათ საკუთარი ცოდნა საქართველოს ისტორიის, არქიტექტურისა და კულტურის შესახებ.

ექსპედიციის პირველ დღეს მოსწავლეებმა მოინახულეს ქაჯის ციხე, ტბეთის საკათედრო ტაძარი, არტანუჯის ციხე. მეორე დღეს -  ხანძთის, დოლისყანისა და ოთხთას მონასტერი, მესამე დღეს - ხახულის მონასტერი, იშხნისა და ოშკის საკათედრო ტაძარი, ხოლო მეოთხე დღეს - ბანას საკათედრო ტაძარი.

ექსპედიციას ხელმძღვანელობდა ისტორიკოსი ბუბა კუდავა, რომელიც მრავალი წელი იკვლევდა ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს ტაო-კლარჯეთში.

გააზიარე: