Kidba
Pen
blog banner

ნენე კვინიკაძე - წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეული

 
„მხატვრული ნაწარმოები, როგორც ადამიანზე ზემოქმედების საუკეთესო საშუალება“ - ფრანგი მწერლის, პოეტისა და მთარგმნელის რემონ კენოს „სტილისტური სავარჯიშოები“ ლიტერატურის კრიტიკოსის - ნენე კვინიკაძისგან.
 
მგზავრებით სავსე პარიზის ერთ-ერთ ავტობუსში მომხდარი უბრალო ამბავი სრულიად განსხვავებულადაა მოთხრობილი. ავტორი იყენებს მრავალფეროვან ლიტერატურულ ხერხებს, სამეცნიერო თუ პროფესიულ ჟარგონებს - ბოტანიკურს, ზოოლოგიურს, გასტრონომიულს, ალგებრულს, ფილოსოფიურს, მარტივ სასაუბრო მეტყველებას და დახვეწილ, მაღალფარდოვან სტილს, რაც ნაწარმოებს გამორჩეულ ორიგინალობას და ინდივიდუალურობას სძენს.
 
ჩვენი უფროსკლასელებისა და მთელი სკოლის სახელით, მადლობას მოვახსენებთ ნენე კვინიკაძეს საინტერესო შეხვედრისათვის.
 
პროექტი ხორციელდება წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულის ფარგლებში.
 
პროექტის ორგანიზატორი: სახელმწიფო ენის კათედრა

გააზიარე:

სიახლეები