ჰანა ჰელმბოლდი ჩვენი ახალი პრაქტიკანტია გერმანიიდან.
ჰანა თებერვლამდე დარჩება ჩვენს სკოლაში და მოსწავლეებს გერმანიის განათლების სისტემას და კულტურას გააცნობს.
ამჯერად ჰანა ჩვენი სკოლის გერმანულის მასწავლებელთან: რონი ლაიდერიცთან ერთად ატარებს გაკვეთილს VII/1 კლასში.
გაკვეთილის თემაა: "ზღაპრები და მითები"
მოსწავლეებმა ცნობილი ზღაპარი: "წითელქუდა" გერმანულ ენაზე - მხიარული თეატრის სახით წარმოადგინეს.