„ანას ცხოვრება სავსეა ემოციებით – სიხარულითა და დარდით, შეცდომებით, რომელთა გამოსწორებასაც ყოველთვის ვერ ახერხებს და ადამიანებით, რომლებთან ურთიერთობაც საკუთარ თავში სხვადასხვა თვისებას აღმოაჩენინებს ხოლმე... ის საკუთარ თავს ბევრ კითხვას უსვამს: რატომ ვიქცევი ასე? ვინ არის ჩემი მეგობარი? მართლა მომწონს თუ არა ის, რაც მომწონს?..“
ჩვენი პატარები საბავშვო მწერალს - თამარ გეგეშიძეს შეხვდნენ და „საშლელების“ წაკითხვისას დაგროვილი ათასი კითხვა თავად დაუსვეს საყვარელ ავტორს.