Kidba
Pen
blog banner

ევროპის დღე

ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ევროპის დღე თბილისში, ექსპო ჯორჯიაში აღნიშნა და 22 000-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლა.

ღონისძიებამ, ევროკავშირისა და საქართველოს პარტნიორობის, საერთო ღირებულებებისა და თანამშრომლობის აღსანიშნავად, გააერთიანა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, პარტნიორები, კულტურისა და სხვა სფეროების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო მეექვსე საავტორო სკოლის გუნდმა მაია მიქაბერიძის ხელმძღვანელობით.

გააზიარე:

სიახლეები