„ათასწლოვანი მუხის ფესვებქვეშ საიდუმლოს სძინავს და არავინ იცის რა მოხდება, თუ ერთ დღეს გაიღვიძებს“...
წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ჩვენს სკოლაში, ტრადიციულად, საყვარელ მწერალთან შეხვედრით აღინიშნა.
მოსწავლეებმა ნატო დავითაშვილს უმასპინძლეს, მოისმინეს ძველი ქართული მითები და ნამდვილი ამბები, რომლებიც საფუძვლად დაედო მწერლის შემოქმედებას, გულწრფელად გაუზიარეს ავტორს საკუთარი შთაბეჭდილებები და ემოციები.
შთამაგონებელი შეხვედრა ძვირფასი მწერლის ავტოგრაფებით დასრულდა.