Kidba
Pen
blog banner

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

 
ბავშვთა დაცვის საერთაშორის დღეს ჩვენს სკოლაში ქიმიური ჯადოქრობებით აღინიშნა: „ბერლინის ლაჟვარდი“, „ხელოვნური სისხლი“, „ქიმიური ვულკანი“, „სპილოს ხორთუმი“, „ჯინი ბოთლში“, „მშრალი ყინულის შოუ“, „ცეცხლი ხელისგულზე“ - ყველა ეს ექსპერიმენტი ჩვენი სკოლის ქიმიის კლუბის „მეექვსე ელემენტის“ წევრებმა წარუდგინეს მაყურებელს - VI-VIII კლასების მოსწავლეებს გასაოცარი ოსტატობით.
 
კლუბის და წინამდებარე პროექტის მიზანია ქიმიის, როგორც მეცნიერების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის პოპულარიზაცია, სახალისო-შემეცნებითი ექსპერიმენტებით, მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება, იდეების ურთიერთგაზიარება, შემოქმედებითი და გუნდური მუშაობის განვითარება.

გააზიარე:

სიახლეები