ბოლო ზარი და მეთორმეტე კლასელების გაცილების საზეიმო ღონისძიება ჩვენს სკოლაში: თეთრი პერანგების მოხატვა კეთილი სურვილებით, სახალისო ფილმები სკოლაში გატარებულ დაუვიწყარ წლებზე, დამშვიდობება ძვირფას მასწავლებლებთან, თბილი სიტყვები, ღიმილი, სევდანარევი სიხარული, სახალისო მუსიკა და ცეკვები.
ყველა კურსდამთავრებულს გადაეცა მეექვსე საავტორო სკოლელის საპატიო ვერცხლის მედალი.
კიდევ ერთხელ ვულოცავთ თოთოეულ მათგანს განათლების ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის დასრულებას, ვუსურვებთ საინტერესო ცხოვრებას, სასიამოვნო გამოწვევებს, წინსვლას და წარმატებებს!