Kidba
Pen
blog banner

კონფერენცია

ჩვენი სკოლის გერმანული ენის პედაგოგები: თეონა გორგაძე, სოფიო ტაბაღუა და ნინო ბააკაშვილი მიმდინარე წლის აპრილში იმყოფებოდნენ გერმანიაში, ფრანკფურტში და მონაწილეობა მიიღეს ვიადრინას უნივერსიტეტის მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაში - Teaching BIDS 2026.
კონფერენციამ მოიცვა პლენარული სხდომები, ინტერაქტიული ვორქშოპები და პრაქტიკული დისკუსიები გერმანულის- როგორც უცხო ენის სწავლების სფეროში.
პროგრამის ფარგლებში განხილული იქნა სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგია და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია საგაკვეთილო პროცესში.
კონფერენციაზე მიღებული ცოდნა და საერთაშორისო კოლეგებთან გაზიარებული გამოცდილება ხელს შეუწყობს პედაგოგიური პრაქტიკის განვითარებას და სასკოლო სასწავლო პროცესის სრულყოფას

გააზიარე:

სიახლეები