Kidba
Pen
blog banner

ბამბერგის საზაფხულო სკოლა

PASCH-ის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლეები — ანა ბანაძე და ანანო ქარსაულიძე — გერმანიაში, ბამბერგის საზაფხულო სკოლაში იმყოფებოდნენ.

პროექტის მონაწილეები 14 ქვეყნიდან, კონკურსის წესით შეირჩნენ. პირველ ეტაპზე აპლიკანტებს უნდა მოემზადებინათ ვიდეორგოლი ხელოვნური ინტელექტის თემაზე — რისკები და შესაძლებლობები“, ხოლო მეორე ეტაპზე გერმანული ენის ცოდნის შესაფასებელი გასაუბრება გაევლოთ.

საზაფხულო სკოლის პერიოდში გამარჯვებულმა მოსწავლეებმა გაიარეს გერმანული ენის ინტენსიური კურსი, მონაწილეობდნენ სპორტულ, შემეცნებით და სახელოვნებო აქტივობებში, დაათვალიერეს ბამბერგი, გაიცნეს თანატოლები სხვადასხვა ქვეყნიდან და მათ საქართველო და ქართული კულტურა წარუდგინეს.

მოსწავლეებისთვის ეს მოგზაურობა კიდევ ერთი განსაკუთრებული გამოცდილებითაც იყო გამორჩეული — ბამბერგის შემოგარენში მზის დაბნელებას დააკვირდნენ.

მადლობა გოეთეს ინსტიტუტს საინტერესო პროექტების ორგანიზებისა და მხარდაჭერისთვის!

გააზიარე:

სიახლეები