Kidba
Pen
blog banner

პანტიანის საზაფხულო ბანაკი

 
ჩვენი სკოლის უფროსკლასელებმა: საბა ნაცვლიშვილმა, ქეთევან ფავლენიშვილმა და ანასტასია მამაცაშვილმა PASCH-ის სკოლების მოსწავლეებისთვის ორგანიზებულ პანტიანის საზაფხულო გერმანულენოვან ბანაკში მიიღეს მონაწილეობა.
 
ბანაკის ძირითადი თემატიკა ეკოლოგიურ საკითხებს დაეთმო.
თითოეული სასწავლო შეხვედრა დაგეგმილი იყო განსხვავებული ფორმატითა და მაღალი შემეცნებითი ღირებულებით, რამაც გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და ახალი ცოდნის მარტივად ათვისებას შეუწყო ხელი.
 
აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო პროგრამის გარდა, პროექტი მოიცავდა ციფრულ დეტოქსს (ტელეფონებისგან დასვენებას). ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად დაეხმარა მოზარდებს სოციალიზაციაში, ინტერპერსონალური კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
 
დიდი მადლობა გოეთეს ინსტიტუტს Goethe-Institut Georgien ერთგული პარტნიორობისა და ჩვენი მოსწავლეების მხარდაჭერისათვის

გააზიარე:

სიახლეები