დღეს, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის - ავთო კიკნაველიძის მხარდასაჭერად, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მ. დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეთა საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.
მოსწავლეებისათვის შესრულდა ბრამსის, ჩაიკოვსკის, ენესკუს, ჰენდელისა და სხვა ცნობილ კომპოზიტორთა ნამუშევრები.
მადლობას ვუხდით სამუსიკო სემინარიის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და ორგანიზატორებს, ჩვენი სკოლის მოსწავლეებსა და მშობლებს ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში მონაწილეობისათვის!
აქვე ვდებთ ანგარიშის ნომრებს ავთო კიკნაველიძის მხარდასაჭერად. შემოგვიერთდით, ყოველი ლარი მნიშვნელოვანია!