Kidba
Pen
blog banner

ვიადრინას უნივერსიტეტი

 
PASCH -ის პროგრამის ფარგლებში, ჩვენი სკოლის 2026 წლის კურსდამთავრებულები ანა ლოჩოშვილი-ქილიფთარი და თომა ბერძენიშვილი, ოდერის ფრანკფურტში, ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ და სასწავლო-შემეცნებით პროგრამაში „Perspektive Viadrina 2026“ მიიღეს მონაწილეობა.
 
კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა მიეცათ, დეტალურად გაცნობოდნენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებს, დასწრებოდნენ ლექციებსა და სემინარებს, შეხვედროდნენ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალს.
ვიზიტის ფარგლებში მათ, ასევე, მოინახულეს ბერლინისა და ოდერის ფრანკფურტის ღირსშესანიშნაობები.
 
ვფიქრობთ, მსგავსი საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოცდილება ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ახალი შესაძლებლობების, საინტერესო შეხვედრებისა და სამომავლო წარმატებების მნიშვნელოვანი დასაწყისია.
 
მადლობა გოეთეს ინსტიტუტს Goethe-Institut Georgien ჩვენი მოსწავლეებისა და კურსდამთავრებულებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისათვის

გააზიარე:

სიახლეები