როგორ იქცა მე-20 საუკუნე „უკიდურესობების ეპოქად“ და როგორ შეცვალა მან თანამედროვე სამყარო - მოხარულები ვართ, წარმოგიდგინოთ ჩვენი სკოლის გერმანული ენის პედაგოგის, კასელის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის - რონი ლაიდერიცის გერმანულენოვანი საავტორო პროგრამა - „მე-20 საუკუნის ისტორია“
ეს არ არის ისტორიის მშრალი ფაქტების კრებული, ეს არის მოგზაურობა დროში, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება, გაიაზრონ გასული საუკუნის უმნიშვნელოვანესი მოვლენები:
პროგრამის მიზანია, მოსწავლეებმა ისწავლონ არა მხოლოდ წარსული, არამედ განავითარონ კრიტიკული აზროვნება, რათა უკეთ გაიაზრონ დღევანდელი მსოფლიო წესრიგი და მიმდინარე გლობალური პროცესები.