ჩვენს დიდ და მეგობრულ სასკოლო სივრცეს ახალი წევრები — პირველკლასელები შემოუერთდნენ!
გვჯერა, რომ ჩვენი სკოლა მათთვის არა მხოლოდ ცოდნის მიღების, არამედ საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის, მეგობრობის, წინსვლისა და განვითარების კერა გახდება.
ვულოცავთ ჩვენს პატარებს პირველი სასწავლო წლის დაწყებას! ვუსურვებთ მათ ბედნიერ, საინტერესო და წარმატებულ სასკოლო წლებს!
მადლობას მოვახსენებთ გერმანიის საელჩოს და კომპანია „RAUCH”-ს მხარდაჭერისათვის.