ჩვენი სკოლის გერმანული ენის მასწავლებელმა, სოფიო ტაბაღუამ, მონაწილეობა მიიღო პედაგოგთა გადამზადების საერთაშორისო პროგრამაში, რომელიც გერმანიაში, Goethe-Institut Schwäbisch Hall-ში ჩატარდა.
პროგრამა PASCH-ის პროექტში ჩართული სკოლების მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი და მოზარდებთან გერმანული ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს დაეთმო.
კურსის განმავლობაში პედაგოგები გაეცნენ მოსწავლეების მოტივაციის ამაღლების, შეცდომების გასწორებისა და უკუკავშირის ფორმებს; შეისწავლეს ფონეტიკის სწავლების საკითხები, ახალი კრეატიული სავარჯიშოები და საგაკვეთილო პროცესში გამოსაყენებელი ციფრული ინსტრუმენტები.
მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დასწრებოდნენ სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებს.
ვულოცავთ სოფიო ტაბაღუას კურსის წარმატებით გავლას. ამ შესანიშნავი პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მთელი ჩვენი სკოლისთვისაა ფასეული.
განსაკუთრებული მადლობა გოეთეს ინსტიტუტს, რომელიც მუდმივად უჭერს მხარს ჩვენი პედაგოგების პროფესიულ განვითარებას.