XI კლასების მოსწავლეები, სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიის ფარგლებში, ტაო-კლარჯეთს ეწვივნენ.
მოგზაურობის დროს მათ დაათვალიერეს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ძეგლები: ქაჯის ციხე, ტბეთი, ლუკას საყდარი, არტანუჯის ციხე, ხახული, ოთხთა, იშხანი, ოშკი, ბანა და დოლისყანა.
მოსწავლეები გაეცნენ ამ უნიკალური ძეგლების ისტორიას, არქიტექტურულ თავისებურებებსა და მათ მნიშვნელობას ქართული კულტურისა და სულიერი მემკვიდრეობისათვის.