2014 წელს მეექვსე საავტორო სკოლამ პოეტის, მთარგმნელის, ჩვენი სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“ დააარსა. კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა, მათი კულტურულ და ლიტერატურულ პროცესებთან დაახლოება, პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა. კონკურსი 3 ნომინაციაში: პოეზია, პროზა, თარგმანი იმართება და დღემდე მასში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX-XII კლასების 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა; წარმოდგენილი იქნა 5000-ზე მეტი ნამუშევარი; კონკურსის ფინალისტები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით და ფასიანი საჩუქრებით, ფინალისტთა საუკეთესო ნამუშევრები გამოიცა კრებულებად. დღეს ჩვენი კონკურსის რამდენიმე ფინალისტი უკვე წარმატებული ავტორი და მთარგმნელია.